
1.თემა:ხირსის მამათა მონასტრის გზამკვლევი.
2.პროექტის მოკლე აღწერა:გამოვლინდება მოსწავლეთა ინტერესი კულტურულ–ისტორიული ძეგლებისადმი.გზამკვლევს შეადგენენ 8–10 კაციანი ჯგუფები, რომლებსაც დაევალებათ მასალების მოძიება აღნიშნულ მონასტერზე.
3.პროექტის სრული აღწერა: კლასი დაიყოფა 8–10 კაციან ჯგუფებად. ერთად დავგეგმავთ და გავანაწილებთ სამუშაოს. ჯგუფებს დაევალებათ ინფორმაციის მოძიება და შეგროვება მონასტრის შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან: ენციკლობედია, სამეცნიერო ლიტერატურა, ხალხში არსებული თქმულებები ან გადმოცემები ძეგლთან, მის სახელწოდებასთან დაკავშირებით, ინტერნეტი. ამის შემდეგ ამოვიწერთ იმ ინფორმაციას, რომელიც მოგზაურს დააინტერესებს, კერძოდ: ა) საქართველოს რომელ მხარეში მდებარეობს ძეგლი; ბ) ამ ძეგლის გარდა, ახლომახლო კიდევ რისი ნახვა შეუძლია მოგზაურს; გ) თუ ცნობილია, რატომ დაერქვა სტეფანე ხირსელის სახელი ამ ძეგლს; დ)რას წარმოადგენს თვით ძეგლი: რომელ საუკუნეშია აგებული? ვინ არიან მაშენებლები? რა ადგილი უჭირავს კულტურის ისტორიაში? როგორია ძეგლის არქიტექტურა? როგორი იყო ადრე და რა არის დღეს შემორჩენილი? გზამკვლევში ჩაერთვება ინფორმაციის საილუსტრაციო ფოტოსურათები(ინტერნეტიდან მოძიებული და ბავშვების მიერ გადაღებული). ასევე ჩაერთვება რუკა, რომელზეც აღნიშნული იქნება ძეგლი, მის სიახლოვეს მდებარე პუნქტები, ძეგლთან მისასვლელი გზა, რისთვისაც შეიძლება დაიხმარონ გეოგრაფიის მასწავლებელი.
3. მოსწავლეთა ასაკი: მე–8 კლასი.
4. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა, სოფლის უხუცესებისგან ინფორმაციის მიღება თქმულებებზე ან გადმოცემებზე ძეგლთან დაკავშირებით. მონასტრის მამებისგან ინფორმაციის მიღება. ფოტოსურათების გადაღება. ინტერნეტში მასალისა და სურათების მოძიება.
5.მოსალოდნელი შედეგი: უფრო ახლოს გაეცნობიან რაიონის ისტორიული ძეგლების ისტორიას. მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევის, მოძიების,დამოუკიდებელი მუშაობის უნარ–ჩვევა.
6.სარგებელი სხვისთვის: თანატოლებთან ერთად მოიძიებენ მასალას, ასევე ისინიც მიაწვდიან საინტერესო მასალას აღნიშნულ თემაზე.
7. სამუშაო ენა: ქართული.
8. კავშირი საგნებთან: ისტორია, გეოგრაფია, რელიგია და კულტურა, ხელოვნება.
პროექტის ფასილიტატორი: m.dzmanashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий